ელექტრონული რესურსის „ გიორგი სააკაძე“ რეფლექსია
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის ₦124 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი მაია ლაზაშვილი
რესურსის შექმნისას გავითვალისწინე მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი: პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი სასწავლო რესურსის შედგენა, სადაც მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა და რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს, შეხედულებებსა და გამოცდილებას; საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული სწავლა- სწავლების ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეებში გააზრებული და საფუძვლიანი ცოდნის შეძენასა და უნარ-ჩვევების გამომუშავება-განვითარებაზე; ისეთი დავალებებისა და აქტივობების შერჩევა ან მოფიქრება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ცოდნაზე დაფუძნებული პატრიოტიზმის განვითარებას; მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი და მოხერხებული ისტორიულ-გეოგრაფიული საშუალ-ებების, მედია და ტექნოლოგიური რესურსების გამოყენება (საჭიროების შემთხვევაში თავად შექმნა); საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლა-სწავლების პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ საკუთარი სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი.
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს:
• ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
• ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა.
• იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
• პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
მოსწავლეებმა პრეზენტაციის გაცნობის შემდეგ მიაღწიეს საგაკვეთილო გეგმით გათვალისწინებულ მიზანს: კერძოდ, გაამთლიანეს ცოდნა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, მიიღეს ახალი ინფორმაცია, გაუჩნდათ მოტივაცია, რომ თვითონ მოეძიებინათ უფრო მეტი მასალა და გაემდიდრებინათ ცოდნა, რაც აისახა მათ მიერ შექმნილ ახალი რესურსში კედლის გაზეთში, რამაც ხელი შეუწყო შეძენილი ცოდნის ხანგრძლივად დარჩენას მათ მეხსიერებაში, ცოდნაზე დაფუძნებული პატრიოტიზმის განვითარებას, გააზრებული და საფუძვლიანი ცოდნის შეძენას.
პირველ სლაიდზე მოცემული ინფორმაცია გეოგრაფიულ დაზუსტებებს მოითხოვს, რაზეც უფრო ვრცელი ინფორმაცია გეოგრაფიის მასწავლებელს ვთხოვე. პრეზენტაციის პროცესში მოსწავლეებში ცხარე კამათი გამოიწვია მეხუთე სლაიდმა, სადაც მოცემული იყო ინფორმაცია გიორგი სააკაძის შვილის შესახებ, რომელიც ზვარაკად შეეწირა სამშობლოს. სწორედ ამ კამათის დროს დაიბადა შემდეგი გაკვეთილის სადისკუსიო თემა „შვილი თუ სამშობლო“.
No comments:
Post a Comment